ვლაჰოვიჩის წასვლის შემთხვევაში, იუვენტუსი რეალის ფორვარდის გაფორმებას ეცდება
იუვენტუსი რეალის შემტევის გონსალო გარსიას მიმართ ინტერესს არ კარგავს.
Tuttosport-ის ინფორმაციით, თუ დუშან ვლაჰოვიჩი იუვენტუსთან ახალ კონტრაქტს არ გააფორმებს, 22 წლის ესპანელი ფორვარდი ტურინული გრანდის პრიორიტეტი იქნება.
წყაროს ცნობით, იუვე მის გაფორმებას ალვარო მორატას მსგავსი ფორმულით ეცდება: მისი იჯარა, შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით, თუმცა რეალს ფეხბურთელის უკან დაბრუნების შესაძლებლობა ექნება.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
