TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვენტუსს ბრემერის შემცვლელი შერჩეული ჰყავს

გასულ კვირებში გლეისონ ბრემერის იუვენტუსიდან შესაძლო წასვლის თაობაზე არაერთხელ დაიწერა და ტურინულ გრანდს ბრაზილიელის პოტენციური შემცვლელი უკვე შერჩეული ჰყავს.

Tuttomercato-ს ცნობით, ბრემერის წასვლის შემთხვევაში იუვენტუსი ბაიერნის მცველის კიმ მინ-ჯეს გაფორმებას გეგმავს, ვის სანაცვლოდაც გერმანელები 30-35 მილიონ ევროს ითხოვენ.

კიმის გაფორმება არც ბრემერის გაყიდვის გარეშეა გამორიცხული, თუმცა ამისთვის გუნდი ან ფედერიკო გატიმ, ან ლოიდ კელიმ უნდა დატოვოს.

ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.

შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).