რუისი იუვენტუსის პრიორიტეტი ხდება
პსჟ-ს ნახევარმცველი ფაბიან რუისი იუვენტუსის ერთ-ერთი სატრანსფერო პრიორიტეტი ხდება.
SportMediaset-ის ინფორმაციით, ტურინული გრანდი ესპანელი ფეხბურთელის ტექნიკურობას, მახასიათებლებს, გამოცდილებას და ტაქტიკურ მოქნილობას აფასებს და მას გუნდის ნახევარდაცვის გასაძლიერებლად ერთ-ერთ იდეალურ კანდიდატად მოიაზრებს.
რუისის მიმდინარე კონტრაქტი პსჟ-სთან 2027 წლის ზაფხულში იწურება, ფრანგებს მისი შენარჩუნება სურთ, მაგრამ შესაბამისი წინადადების შემთხვევაში ნაპოლის ყოფილი ფეხბურთელის გაყიდვაზე უარს არ იტყვიან.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
