ლიდსი დევიდის ტრანსფერზე მუშაობს
ლიდსი იუვენტუსის ფორვარდის ჯონათან დევიდის ტრანსფერზე მუშაობას შეუდგა.
კანადელმა ფეხბურთელმა იუვენტუსის იმედები ვერ გაამართლა და დიდი ალბათობით ტორინოსთან მატჩი მისთვის ტურინული გრანდის მაისურით ბოლო იქნება.
SportWitness-ის ცნობით, იუვენტუსი დევიდის სანაცვლოდ 20-25 მილიონ ევროს ითხოვს. კანადელს მსურველები როგორც ინგლისში, ასევე საფრანგეთში ჰყავს.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
