ნიუკასლი ვლაჰოვიჩთან მოლაპარაკებებს აწარმოებს
ნიუკასლმა დუშან ვლაჰოვიჩის ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო.
ინგლისელები სერბი ფორვარდის უფასოდ გაფორმებას გეგმავენ და მასთან პირადი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებენ.
დუშანი თავის მხრივ ჯერჯერობით გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს, ის იუვენტუსის საბოლოო წინადადების მოლოდინშია, ამის გარდა კი ვლაჰოვიჩს არაერთი ევროპული გრანდი ეპატიჟება და ის გადაწყვეტილებას მომდევნო კვირებში მიიღებს.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
