კონსეისაუთი მანჩესტერი და ლივერპული ინტერესდებიან
იტალიური მედიის ინფორმაციით, შიკო კონსეისაუს მიმართ ინტერესს მანჩესტერ იუნაიტედი და ლივერპული იჩენენ.
იუვენტუსი დიდი ალბათობით მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩება, რაც გუნდ როგორც სპორტულ, ასევე ფინანსურ დარტყმას მიაყენებს, ამიტომ ტურინულ გრანდს სავარაუდოდ ერთ-ერთი ლიდერის გაყიდვა მოუწევს.
წამსვლელთა პოტენციურ სიაში ერთ-ერთი შიკო კონსეისაუა. Gazzetta dello Sport-ის ცნობით, პორტუგალიელის მიმართ ინტერესს ლივერპული და მანჩესტერ იუნაიტედი იჩენენ. იუვენტუსი მზად არის, პორტუგალიელი 45-50 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაუშვას.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
