იუვენტუსმა სალაჰის თაობაზე ინფორმაცია გამოითხოვა
იტალიური მედიის ინფორმაციით, იუვენტუსმა ლივერპულის ფეხბურთელის მოჰამედ სალაჰის თაობაზე ინფორმაცია გამოითხოვა.
ლეგენდარული ეგვიპტელი ინგლისურ გუნდს სეზონის ბოლოს დატოვებს და მისი იუვენტუსში ხილვა პირადად ლუჩიანო სპალეტის სურს. იტალიელი სპეციალისტი სალაჰს რომაში მუშაობის დროიდან იცნობს.
სალაჰის იუვენტუსში ტრანსფერი რეალური მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდება, თუ გუნდს ედონ ჟეგროვა ან შიკო კონსეისაუ დატოვებს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
