სპალეტი ლუისის შენარჩუნებას სერიოზულად განიხილავს
ასტონ ვილა დუგლას ლუისის გამოსყიდვას არ აპირებს და ბრაზილიელი ფეხბურთელი სეზონის ბოლოს იუვენტუსის რიგებს დაუბრუნდება.
SportMediaset-ის ინფორმაციით, არის დიდი ალბათობა, რომ ლუისი მომდევნო სეზონში იუვენტუსში დარჩეს.
წყაროს ცნობით, ლუჩიანო სპალეტი მიიჩნევს, რომ ბრაზილიელის კრეატიულობა და მოედნის ხედვა მომდევნო სეზონში იუვენტუსს გამოადგება, ამიტომ თუ გუნდი შესაბამის წინადადებას არ მიიღებს, ის ბიანკონერის რიგებს იჯარით აღარ დატოვებს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
