კასანო:“ იუვენტუსმა კომოლი უნდა გააგდოს და 15 ფეხბურთელი შეცვალოს“
ყოფილმა იტალიელმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ იუვენტუსში არსებული სიტუაცია შეაფასა.
„ის, რაც დღეს იუვენტუსში ხდება, სრულიად მიუღებელია. გუნდმა სეზონის გადამწყვეტ მომენტში 5 მატჩში 5 ქულა მოიპოვა და ჩემპიონთა ლიგის მიღმა ყოფნას იმსახურებს. ლუჩიანო სპალეტიმ ყველაფერი გააკეთა, მის მიმართ რაიმე სახის კრიტიკა უადგილოა, დღევანდელი იუვენტუსის დონე სწორედ ეს არის და მწვრთნელს შეუძლებელის გაკეთებას ვერ მოთხოვ.
„როგორ შეიძლება, ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლმა იუვენტუსმა სეზონის დასრულებამდე 2 ტურით ადრე ვერ დაამარცხოს ფიორენტინა, რომელიც სეზონის დიდი წილი გასავარდნ ზონაში გაატარა, იქამდე კი გუნდმა ქულები სერია ბ-ში მოასპარეზე ვერონასთან დაკარგა.
„იუვენტუსში სერიოზული წმენდაა საჭირო. გუნდი პირველ რიგში დამიენ კომოლიმ უნდა დატოვოს, ის უბრალოდ გასაგდებია, მისი თითოეული ნაბიჯი და გადაწყვეტილება მცდარი იყო. მისი წასვლის შემდეგ, გუნდმა მინიმუმ 10, 12, 15 ფეხბურთელი უნდა გაუშვას, ისინი იუვენტუსის მაისურის ტარებას არ იმსახურებენ.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
