ბრემერს ინგლისში გადასვლა სურს
Tuttosport-ის ინფორმაციით, გლეისონ ბრემერი ზაფხულში ერთ-ერთ ინგლისურ გრანდში გადასვლას გეგმავს.
წყაროს ცნობით, ბრაზილიელ ფეხბურთელს ტიტულებისთვის ბრძოლა უნდა და იუვენტუსში დღევანდელი სიტუაციის ფონზე, ის ბიანკონერის რიგების დატოვებას განიხილავს.
გამოცემის ინფორმაციით, იუვენტუსი ბრემერის გაყიდვას მისი გამოსასყიდი თანხის – 54 მილიონი ევროს გადახდის შემთხვევაში დათანხმდება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
