ელკანსა და სპალეტის შორის საუბარი უახლოეს დღეებში გაიმართება
რომეო აგრესტის ცნობით, მიმდინარე კვირის ბოლომდე იუვენტუსის მფლობელი ჯონ ელკანი ლუჩიანო სპალეტისთან მოლაპარაკებებს გამართავს.
წყაროს ცნობით, ელკანი სპალეტის მიმართ ნდობას არ კარგავს და მისი შენარჩუნება სურს, თუმცა თავად სპალეტი ითხოვს გარანტიებს, რომ ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩენის მიუხედავად გუნდი გაძლიერდება.
აგრესტის თქმით, სპალეტის მომდევნო სეზონში ტიტულებისთვის ბრძოლა სურს და თუ ელკანისგან მხარდაჭერა არ ექნება, ის იუვენტუსს დატოვებს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
