TuttoJuve

Juve per sempre sarà

ბალძარინი:“ იუვენტუსის დღევანდელი ფეხბურთელები წარსულში გუნდის სათადარიგოთა სკამზეც ვერ მოხვდებოდნენ“

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ჯანი ბალძარინიმ ტურინულ გრანდში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა.

„გუნდი მაშინ დაიშალა, როდესაც თავიანთი შრომის ნაყოფი უნდა ეგემათ. იუვენტუსმა სპალეტის მისვლის შემდეგ პროგრესი აჩვენა, მაგრამ ყველაზე გადამწყვეტ მომენტში მათ თავისი შესაძლებლობები ვერ წარმოაჩინეს.

„ეს იუვენტუსი არ არის, ეს უბრალოდ არის ფეხბურთელების ჯგუფი, რომელთაც იუვენტუსის მაისურები აცვიათ. ამის თქმა მიჭირს, მაგრამ იუვენტუსის ფეხბურთელი წნეხს არ უნდა გაურბოდეს, წნეხი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი გუნდის რიგებში თამაშის განუყოფელი ნაწილია, რომელიც მოტივაციას უნდა გმატებდეს, ამის ნაცვლად კი იუვენტუსის ფეხბურთელები რისკზე წასვლას ერიდებიან, ბურთის მოშორებაზე არიან, ეს იუვენტუსი არ არის.

„ყველაფერს ფეხბურთელებს ვერ დავაბრალებ, ყველაფერი დიდწილად გუნდის ხელმძღვანელობის ბრალია. როგორც უკვე არაერთხელ ვთქვი, დღევანდელი გუნდიდან წარსული, ნამდვილი იუვენტუსის რიგებში ვერც ერთი ფეხბურთელი ვერ მოხვდებოდა, ეს ფეხბურთელები ნამდვილ იუვენტუსში სათადარიგოთა სკამზეც ვერ იქნებოდნენ. მე ამით შეურაწყოფას არავის ვაყენებ, ეს უბრალოდ ფაქტია.

„სეზონის მსვლელობისას იყო მომენტები, როდესაც მოედანზე მწვრთნელის იდეებს და მუშაობას ვხედავდით, მაგრამ მწვრთნელი ვერაფერს გახდება, თუ ფეხბურთელს საჭირო მენტალური და ტექნიკური ძალა არ აქვს, რადგან ისინი შიშს, პასუხისმგებლობას, მაისურის სიმძიმეს ვერ უმკლავდებიან, რადგან გუნდს ლიდერი არ ჰყავს, რადგან ფეხბურთელები ელემენტარულ პასს ვერ აკეთებენ.“

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)