TuttoJuve

Juve per sempre sarà

კონტე შესაძლოა იუვენტუსში დაბრუნდეს…

იტალიური გამოცემა La Repubblica-ს ინფორმაციით, ანტონიო კონტე შესაძლოა იუვენტუსში დაბრუნდეს.

წყაროს ცნობით, უახლოეს დღეებში ლუჩიანო სპალეტისა და ჯონ ელკანს შორის შეხვედრა გაიმართება და გადაწყდება, დარჩება თუ არა სპალეტი ტურინში.

თუ სპალეტიმ ელკანისგან გარანტიები ვერ მიიღო და მან გუნდის დატოვება გადაწყვიტა, იუვენტუსი ტურინში ანტონიო კონტეს დაბრუნებას ეცდება. კონტე სავარაუდოდ ნაპოლის რიგებს დატოვებს და იუვენტუსი მას სპალეტის პოტენციურ შემცვლელად მოიაზრებს.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)