TuttoJuve

Juve per sempre sarà

ადანი:“ სპალეტის კრიტიკა მესმის, მაგრამ ამ შემადგენლობით მეტის გაკეთება ძალიან რთულია“

ყოფილმა იტალიელმა ფეხბურთელმა ლელე ადანიმ იუვენტუსში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა.

„ლუჩიანო სპალეტის კრიტიკა იუვენტუსის ფიასკოს გამო გასაგებია, ის გუნდის მწვრთნელია და როდესაც იუვენტუსი ჩემპიონთა ლიგის მიღმა რჩება, მწვრთნელს გარკვეული პასუხისმგებლობა მოეთხოვება.

„თუმცა, მწვრთნელი ახლა იუვენტუსის ყველაზე მცირე პრობლემაა. კონსეისაუს გადაწყვეტილებები, ჟეგროვას მოქმედებები, ილდისის უსახური თამაში, ვლაჰოვიჩი, რომლის დაბრუნებასაც ასე ელოდებოდნენ, თუმცა მან ფიორენტინასთან ნორმალურად ბურთი ვერ გააჩერა.

„კოპმეინერსი, რომელიც ბოლო წლებში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ტრანსფერია. ეს გუნდი ტაქტიკურად, სტრუქტურულად, მენტალურად და ტექნიკურად გაუმართავია. იუვენტუსმა ბოლო წლებში სატრანსფერო ფანჯრაზე კატასტროფულად ცუდად იმოქმედა და დღეს გუნდი შესაბამის შედეგებს იღებს.“

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)