იუვენტუსს სავარაუდოდ არც ალისონის გაფორმება გამოუვა…
ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩენას იუვენტუსისთვის ძალიან ბევრი ნეგატიური ეფექტი ექნება, რომლებსაც ტურინული გრანდი უახლოეს პერიოდში იგრძნობს.
Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ოთხეულს მიღმა დარჩენა იუვენტუსის პოზიციებს როგორც ფინანსური, ასევე ტექნიკური კუთხით საგრძნობლად დაასუსტებს და გუნდს პრიორიტეტული სატრანსფერო სამიზნეების გაფორმება მარტივად აღარ გამოუვა.
წყაროს ცნობით, ერთ-ერთი ასეთი ალისონია, ლივერპულის კიპერის დარწმუნება ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩენის შემთხვევაში ურთულესი ამოცანა იქნება და სავარაუდოდ ეს ტრანსფერი, ბერნარდო სილვას მსგავსად, ჩაიშლება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
