TuttoJuve

Juve per sempre sarà

კიელინი:“ იმედი მაქვს, ეს ვლაჰოვიჩისთვის იუვეში ბოლო საშინაო მატჩი არ არის“

ჯორჯო კიელინიმ ფიორენტინასთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

„ჩვენ წინ ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გველოდება, რომელსაც სახლში ვატარებთ და ვიცით, რომ დღეს ერთადერთი მისაღები შედეგი გამარჯვებაა, ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.

„დილის მატჩი ? რა თქმა უნდა, ჩვენ ამ შეხვედრის საღამოს გამართვა გვერჩივნა, მაგრამ ეს არანაირი პრობლემა არ არის, ამინდი საკმაოდ კარგია და ჩვენ მზად ვართ.

„ვლაჰოვიჩი ? ის გამორჩეული ფეხბურთელია, დუშანს სამწუხაროდ ბოლო პერიოდში ტრავმების გამო პრობლემები ჰქონდა, თუმცა მან გასულ 2 ტურში დაამტკიცა, რომ იუვენტუსის ძირითადი ფორვარდია. იმედი მაქვს, ეს მისთვის ტურინში ბოლო საშინაო მატჩი არ არის, ყველაფერი მომდევნო კვირებში გადაწყდება.

„როდის გვეცოდინება საბოლოო პასუხი ? ახლა უმნიშვნელოვანესი დარჩენილი მატჩები და ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაა, დუშანთან საუბრისთვის დრო გვექნება“

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)