TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვე ბრემერის გაშვების წინააღმდეგი არ არის…

Calciomercato-ს ცნობით, იუვენტუსი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს გლეისონ ბრემერის გაშვების წინააღმდეგი არ იქნება.

წყაროს ცნობით, ტურინული გრანდი ბრაზილიელის ფიზიკური კონდიციებითა და ხშირი ტრავმიანობით უკმაყოფილოა, ამის გარდა კი ლუჩიანო სპალეტის გუნდში ისეთი მცველის ხილვა სურს, რომელსაც შეტევის წამოწყება და პირველი პასის გაკეთება უკეთ გამოსდის.

გამოცემის ინფორმაციით, იუვე ამ მომენტისთვის ბრემერთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას არ გეგმავს და თუ რომელიმე გუნდი მისი გამოსასყიდი თანხის – 54 მილიონის გადახდას დათანხმდება, ბიანკონერი მისი წასვლის წინააღმდეგი არ იქნება.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)