არა მხოლოდ ალისონი, იუვე ლივერპულის კიდევ ერთი ფეხბურთელით ინტერესდება
ბრიტანული გამოცემა Anfieldwatch-ის ცნობით, იუვენტუსი ლივერპულის ფეხბურთელის ენდრიუ რობერტსონის ტრანსფერით ინტერესდება.
32 წლის შოტლანდიელი ფეხბურთელი სქაუზერთა რიგებს სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს და წყაროს ცნობით, იუვენტუსი მარცხენა მცველის უფასოდ გაფორმებას ეცდება.
შოტლანდიელმა უკანახაზელმა ლივერპულის რიგებში 377 მატჩი ჩაატარა, მის აქტივში 14 გოლი და 69 საგოლე გადაცემაა.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
