იუვენტუსი მერეტის სიტუაციას აკვირდება
იუვენტუსი ნაპოლის კარის დარაჯის ალექს მერეტის ტრანსფერით ინტერესდება.
ტურინული გრანდის პრიორიტეტი კვლავ ალისონია, თუმცა პარალელურად ბიანკონერი მის ალტერნატიულ ვარიანტებზე მუშაობს და ერთ-ერთი მათგანი იტალიელი კარის დარაჯია.
მერეტის მიმდინარე კონტრაქტი ნაპოლისთან 2027 წლის ზაფხულში იწურება, მისი გაფორმება სეზონის ბოლოს დაახლოებით 15 მილიონად იქნება შესაძლებელი.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
