გრიმალდო ამ მომენტისთვის იუვენტუსის პრიორიტეტი არ არის
La Stampa-ს ცნობით, ლევერკუზენის ფეხბურთელი ალეხანდრო გრიმალდო იუვენტუსის პრიორიტეტული სამიზნე არ არის.
წყაროს ინფორმაციით, იუვენტუსი 30 წლის ესპანელის ტრანსფერზე მუშაობას მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყებს, თუ გუნდს ანდრეა კამბიაზო დატოვებს.
გამოცემის ინფორმაციით, ტურინული გრანდი ესპანელთან ამ მომენტისთვის არანაირ მოლაპარაკებებს არ აწარმოებს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
