TuttoJuve

Juve per sempre sarà

რომანო:“ სილვას გაფორმება იუვენტუსის უპირველესი ამოცანაა“

ფაბრიციო რომანოს ცნობით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში იუვენტუსის უმთავრესი ამოცანა ბერნარდო სილვას გაფორმება იქნება.

წყაროს ცნობით, იუვენტუსი სილვას თავისი კლასის, გამოცდილების და ლიდერის თვისებების ფონზე გუნდის გასაძლიერებლად იდეალურ კანდიდატად მოიაზრებს და მის გასაფორმებლად უკან არაფერზე დაიხევს.

რომანოს თქმით, სილვას გასაფორმებლად იუვენტუსისთვის ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება გადამწყვეტი იქნება, რადგან პორტუგალიელს უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლა სურს.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)