TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვენტუსი კალაფიორის მიმართ ინტერესს არ კარგავს

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტისა და იუვენტუსის ინსაიდერის ჯოვანი ალბანეზეს ინფორმაციით, იუვენტუსი ბოლონიას მცველის რიკარდო კალაფიორის მიმართ ინტერესს არ კარგავს.

იტალიელი მცველის არსენალში ტრანსფერი ჩაშლის პირას არის, მთავარი პრობელმა კი კალაფიორის კონტრაქტში მითითებული პუნქტია, რომლის მიხედვითაც ფეხბურთელის გაყიდვის შემთხვევაში მისი ყოფილი გუნდი ბაზელი სრული თანხის 50 პროცენტს მიიღებს, რისი გადახდაც როსობლუს არ სურს.

ერთადერთი გამოსავალი კალაფიორის სანაცვლოდ ფულთან ერთად ფეხბურთელების მიღებაა, რაც იუვენტუსს მისი გაფორმების შანსს უნარჩუნებს. თუ ბოლონია ტურინულ გრანდთან მოლაპარაკებების განახლებასა და ტრანსფერში რამდენიმე ფეხბურთელის, მათ შორის დანიელე რუგანის ჩართვას დათანხმდება, როსობლუს ბაზელისთვის გაცილებით ნაკლები თანხის გადახდა მოუწევს.

error: დაცული კონტენტი !