TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ვესტ ჰემი ტოდიბოს ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს

რომეო აგრესტის ინფორმაციით, ვესტ ჰემსა და იუვენტუსს შორის ჟან-კლერ ტოდიბოს ტრანსფერისთვის ბრძოლა გრძელდება.

ინგლისელებმა ნიცასთან ტრანსფერის თაობაზე შეთანხმებას უკვე მიაღწიეს, თუმცა თავად ფრანგს იუვენტუსში გადასვლა სურს და ჯერჯერობით ჩაქუჩების წინადადების მიღებაზე უარს ამბობს, თუმცა თუ ტურინულმა გრანდმა ტრანსფერი უახლოეს ეპრიოდში ვერ დახურა, ის დიდი ალბათობით პრემიერ ლიგაში გადაბარგდება.

ნიცა ტოდიბოს სანაცვლოდ 35 მილიონ ევროს ითხოვს, ბინაკონერის კი ფეხბურთელის გაფორმება იჯარით სურს, მისი შემდგომში 30 მილიონად გამოსყიდვის პერსპექტივით.