TuttoJuve

Juve per sempre sarà

რუგანი ბოლონიაში გადასვლის წინააღმდეგი არ არის

ბოლონია დანიელე რუგანის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს და იტალიელი როსობლუს რიგებში გადასვლის წინააღმდეგი არ არის.

29 წლის ფეხბურთელი ტიაგო მოტას გეგმებში არ შედის, ბოლონიაში კი მას გაცილებით მეტი სათამაშო დრო მიეცემა და ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის შესაძლებლობაც ექნება, ამიტომ მან ტრანსფერს მწვანე შუქი აუნთო.

დანიელე ლონგოს ცნობით, იუვენტუსი რუგანის 4-5 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელევა.