TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვენტუსს მალენი შესთავაზეს

ნიკოლო სკირას ინფორმაციით, იუვენტუსს რომას ფორვარდი დონიელ მალენი შესთავაზეს.

27 წლის ფორვარდი რომაში იჯარის წესით ასპარეზობს, ის ჯალოროსის რიგებს ასტონ ვილადან იანვარში შეუერთდა და სერია ა-ში ჩატარებულ 12 მატჩში 10 გოლი გაიტანა.

სკირას თქმით, რომა ფეხბურთელს სეზონის ბოლოს 25 მილიონად გამოისყიდის, მაგრამ მისი დარჩენა გადაწყვეტილი არ არის. ფეხბურთელის აგენტმა კლიენტის სამსახური მილანსა და იუვენტუსს შესთავაზა, თუმცა ამ მომენტისთვის ნიდერლანდელი ტურინელთა სამიზნე არ არის.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !