იუვენტუსი ალისონის აგენტს უკვე შეხვდა
იუვენტუსი ლივერპულის კიპერის ალისონის ტრანსფერზე მუშაობას აქტიურად აგრძელებს.
Tuttosport-ის ინფორმაციით, ალისონის აგენტი იტალიაში უკვე იმყოფებოდა და იუვენტუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.
წყაროს ცნობით, იუვენტუსს ლივერპულის მიერ მოთხოვნილი 10-15 მილიონის გადახდა არ გაუჭირდება, პრობლემა ფეხბურთელის მაღალი ხელფასი და მისი აგენტის საკომისიოა. მოლაპარაკებები მომდევნო კვირებში გაგრძელდება, თუმცა საერთო ენის გამონახვა მარტივი არ იქნება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
