კიმ მინ-ჯე ბაიერნს ტოვებს, ის იუვეს ერთ-ერთი სამიზნეა
კიმ მინ-ჯე სეზონის ბოლოს დიდი ალბათობით ბიაერნის რიგებს დატოვებს.
ფაბრიციო რომანოს ცნობით, კორეელი ფეხბურთელი რეკორდმაისტერთა რიგებში სათამაშო დროის ნაკლებობით უკმაყოფილოა და გუნდის დატოვება სურს.
წყაროს ცნობით, კიმის ერთ-ერთი მსურველი იუვენტუსია. სპალეტი მას ნაპოლიში ყოფნის დროიდან იცნობს და ტურინულ გრანდში ხილვის წინააღმდეგი არ იქნება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
