TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვენტუსის ერთ-ერთი სამიზნე რეალის ფორვარდია

Tuttosport-ის ინფორმაციით, იუვენტუსის ერთ-ერთი სამიზნე შეტევის გასაძლიერებლად რეალის ფეხბურთელი გონსალო გარსიაა.

წყაროს ცნობით, იუვენტუსი მზად არის, 22 წლის ფორვარდი იჯარის წესით გაიფორმოს, მისი შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით, რეალს კი ფეხბურთელის უკან გამოსყიდვის შესაძლებლობა ექნება.

ესპანელი ფეხბურთელის აქტივში მიმდინარე სეზონში 6 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა. ის სათამაშო დროის ნაკლებობის გამო სეზონის ბოლოს ბლანკოსის რიგების დატოვებას განიხილავს.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !