იუვენტუსი ლოკატელის ახალი კონტრაქტის გაფორმებას უახლოეს დღეებში გეგმავს
იუვენტუსმა ლუჩიანო სპალეტისთან ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებები პოზიტიურად დაასრულა და გუნდის ხელმძღვანელობა სხვა ხელშეკრულებებზე მუშაობას შეუდგა.
ტურინული გრანდის ერთ-ერთი პრიორიტეტი მომდევნო დღეებში გუნდის კაპიტანთან მანუელ ლოკატელისთან ხელშეკრულების გახანგრძლივებაა.
ლოკატელის მიმართ ინტერესი ბოლო კვირებში საგრძნობლად გაიზარდა, მაგრამ კაპიტანს იუვენტუსში დარჩენა სურს და სხვა წინადადებას არ განიხილავს. ის ტურინულ გრანდთან ხელშეკრულებას 2030 წლამდე გაახანგრძლივებს და მისი გასამრჯელო 4 მილიონამდე გაიზრდება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
