TuttoJuve

Juve per sempre sarà

კომოლი:“ სპალეტის გავლენა იუვენტუსზე უდიდესია, მისი დარჩენა ჩვენი ამბიციების კიდევ ერთი დასტურია”

ლუჩიანო სპალეტისთან კონტრაქტის გახანგრძლივების შემდეგ (დეტალები იხილეთ აქ), კომენტარი გუნდის გენერალურმა დირექტორმა დამიენ კომოლიმ გააკეთა.

„ჩვენ ლუჩიანო სპალეტისთან კონტრაქტის კიდევ 2 წლით გახანგრძლივებით უბედნიერესები ვართ.

„ჩვენს დიდ ოჯახში ლუჩიანოს მოსვლის შემდეგ, მას გუნდზე ძალიან დიდი და პოზიტიური გავლენა აქვს. პირველივე დღიდან ნათელი იყო, რომ ლუჩიანო სპალეტი გუნდის განვითარებისთვის სწორი ადამიანია.

„მისი ამბიციური ფეხბურთის სტილი ჩვენი ქომაგებისა და გუნდის მოლოდინებს ასახავს, მისი ღირებულებები კი ჩვენი გუნდის იდენტობას ემთხვევა.

„ამ ყველაფრის გათვალისწინებით გადავწყვიტეთ, რომ მასთან თანამშრომლობის გაგრძელება სწორი, ლოგიკური და თანმიმდევრული გადაწყვეტილება იყო, რადგან გვჯერა, რომ სტაბილურობა და პროგრესი წარმატების ორი უმნიშვნელოვანესი საწინდარია. წარმატებები, მისტერ! Fino Alla Fine!”

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !