TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვენტუსს პალესტრას გაფორმება გაუჭირდება…

იუვენტუსი მარკო პალესტრას მიმართ ინტერესს ინარჩუნებს, მაგრამ ტურინულ გრანდს იტალიელი ტალანტის გაფორმება გაუჭირდება.

21 წლის ტალანტი სეზონის ბოლოს კალიარიდან ატალანტაში დაბრუნდება, თუმცა მის მიმართ არსებული დიდი ინტერესის ფონზე, სავარაუდოდ ბერგამოს საბოლოოდ დატოვებს.

ბრიტანული გამოცემა CaughtOffside-ს ცნობით, პალესტრას მიმართ ინტერესს ლივერპული და ნიუკასლი იჩენენ. ინგლისელები მზად არიან, მის სანაცვლოდ 40 მილიონი გადაიხადონ, ლა დეას კი 50 მილიონის მიღება სურს, რისი გადახდაც ამ მომენტისთვის იუვენტუსს არ შეუძლია…

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)