ჩეჩარინი:“ ტონალი იუვენტუსის პრიორიტეტად რჩება“
იტალიელი ჟურნალისტის ნიკოლო ჩეჩარინის ინფორმაციით, იუვენტუსი სანდრო ტონალის გაფორმების იმედს არ კარგავს.
წყაროს ცნობით, ჯონ ელკანს გუნდში მეტი იტალიელის ხილვა სურს და ტონალი ტურინული გრანდის ერთ-ერთი პრიორიტეტული სატრანსფერო სამიზნეა.
ტონალის გაფორმება მარტივი არ იქნება, რადგან ნიუკასლი მის სანაცვლოდ მინიმუმ 85-90 მილიონს ითხოვს, თუმცა ჩემპიონთა ლიგაზე გასვლისა და რამდენიმე ფეხბურთელის, მათ შორის ნიკო გონსალესისა და დუგლას ლუისის გაყიდვის შემთხვევაში, იუვენტუსს ტონალის ტრანსფერზე მუშაობა შეეძლება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
