TuttoJuve

Juve per sempre sarà

კამბიაზო:“ წინ ურთულესი მატჩები გველოდება“

ანდრეა კამბიაზომ SportMediaset-თან გუშინდელი მატჩი შაფასა.

„ჯენოასთან გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლა სულ უფრო იძაბება, ოთხეულში მოსახვედრად ბევრი გუნდი იბრძვის, ამიტომ ჩვენ შეცდომების დაშვების უფლება აღარ გვაქვს. ახლა ატალანტასთან შეხვედრისთვის უნდა მოვემზადოთ, ეს ძალიან რთული დაპირისპირება იქნება.

„ცუდი მეორე ტაიმი ? დიახ, ჩვენ გარკვეულ მომენტებში ჩავარდნები გვქონდა, შევამცირეთ ინტენსიობა, არ ვიყავით საკმარისად აგრესიულები და მეტოქეს მომენტების შექმნის შესაძლებლობა მივეცით, თუმცა საბოლოო ჯამში ჩვენ გამარჯვება დავიმსახურეთ.

„დი გრეგორიო ? მას რთული პერიოდ იჰქონდა, მაგრამ მიკელე დიდებული ადამიანი და შესანიშნავი კიპერია, მან თავისი შანსი გამოიყენა და ამის გამო ბედნიერი ვარ.“

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !