კონტე შესაძლოა იტალიის ნაკრებში დაბრუნდეს
იტალიის ნაკრები ახალი მწვრთნელის ძიებაშია და არაერთი გავლენიანი წყაროს ცნობით, ფედერაციის პრიორიტეტი გუნდში ანტონიო კონტეს დაბრუნებაა.
SportMediaset-ის ცნობით, ნაკრების ახალი მწვრთნელის ვინაობა მხოლოდ მას შემდეგ გადაწყდება, რაც ფედერაციას ახალი პრეზიდენტი ეყოლება, თუმცა ამ მომენტისთვის გამოკვეთილი ფავორიტი კონტეა.
ანტონიო აძურის რიგებში დაბრუნების წინააღმდეგი არ არის, თუმცა პირველ რიგში ხანგრძლივ, ამბიციურ პროექტს ითხოვს, რომელიც ახალგაზრდა ფეხბურთელების განვითარების გეგმას მოიცავს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
