იუვენტუსი ტონალის გაფორმების იმედს ინარჩუნებს
ბრიტანული გამოცემა TeamTalk-ის ცნობით, იუვენტუსი სანდრო ტონალის მიმართ ინტერესს არ კარგავს.
წყაროს ცნობით, ტონალის ინგლისური გრანდებიც აკვირდებიან და იუვენტუსს მათთან ფინანსურად კონკურენციის გაწევა გაუჭირდება, მაგრამ თუ სანდრომ იტალიაში დაბრუნება არჩია, ტურინულ გრანდს მისი გაფორმების შანსი გაუჩნდება.
ნიუკასლი ტონალის მარტივად დათმობას არ აპირებს და მის სანაცვლოდ მინიმუმ 80 მილიონს ითხოვს, ამიტომ იუვენტუსს პირველ რიგში ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა, შემდეგ კი რამდენიმე ფეხბურთელის გაყიდვა მოუწევს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
