ბრემერი სავარაუდოდ კარიერას ინგლისში გააგრძელებს
იტალიურ მედიაში სეზონის ბოლოს გლეისონ ბრემერის გუნდიდან წასვლის თაობაზე ცნობები არ წყდება.
Tuttomercato-ს ცნობით, ბრაზილიელი სპალეტისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, თუმცა მისი ხშირი ტრავმიანობის ფონზე, იტალიელი სპეციალისტი მისი გაშვების წინააღმდეგი არ იქნება.
ბრემერის გამოსყიდვა ნებისმიერ გუნდს ზაფხულში 58 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეეძლება. მის მიმართ ინტერესს ლივერპული, მანჩესტერ იუნაიტედი და ნიუკასლი იჩენენ, მათთვის გამოსასყიდი თანხის გადახდა პრობლემა არ იქნება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
