კოპმეიენრსს იუვენტუსში დარჩენის იმედი აქვს
იუვენტუსი ტეუნ კოპმეიენრსის თაობაზე გადაწყვეტილებას სეზონის ბოლოს მიიღებს, თავად ნიდერლანდელს კი ტურინში დარჩენისა და სპალეტის გუნდში თავის დამკვიდრების იმედი აქვს.
ნაკრებში ჩატარებული პოზიტიური მატჩების შემდეგ, ნიდერლანდელი ფეხბურთელი ტურინში ბრუნდება და ძირითად შემადგენლობაში დაბრუნებისთვის ბრძოლას გეგმავს.
Tuttomercato-ს ცნობით, იუვენტუსი მისი 30-35 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაყიდვის წინააღმდეგი არ იქნება, თავად კოპმეიენრსს კი მომდევნო კვირებში თავის საუკეთესოდ წარმოჩენისა და იუვენტუსში დარჩენის იმედი აქვს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
