იუვენტუსი კალულუს ახალ კონტრაქტზე მუშაობს
იუვენტუსსა და პიერ კალულუს აგენტს შორის ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყო.
ფრანგი მცველი ტურინული გრანდის ერთ-ერთ წამყვან ფეხბურთელად ჩამოყალიბდა, რითიც მან საფრანგეთის ნაკრებში ადგილი მოიპოვა და ახალი კონტრაქტი დაიმსახურა.
გამოცემა Il Giornale-ს ცნობით, იუვენტუსს პიერის კონტრაქტის 2030 წლამდე გახანგრძლივება და მისი გასამრჯელოს 2.4 მილიონიდან 3.5 მილიონამდე გაზრდა სურს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
