TuttoJuve

Juve per sempre sarà

ტოდიბომ ვესტ ჰემს უარი უთხრა და იუვენტუსში გადასვლა სურს

ბრიტანული წყაროების ცნობით, ჟან-კლერ ტოდიბოს ტრანსფერი ვესტ ჰემში საბოლოოდ ჩაიშალა.

ჩაქუჩებმა ნიცასტან ფრანგი ფეხბურთელის ტრანსფერის თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს, თუმცა თავად ტოდიბომ ინგლისელებს უარი უთხრა და კარიერის იუვენტუსში გაგრძელება სურს.

ტურინული გრანდი ნიცასთან მოლაპარაკებებს აგრძელებს და მის იჯარით გაფორმებას გეგმავს, შემდგომში ფეხბურთელის 30 მილიონ ევროდ გამოსყიდვის ვალდებულებით.