TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

რომანო: იუვე კოპმეინერსის ტრანსფერის სულეს გაყიდვის შემდეგ დახურავს

ფაბრიციო რომანომ დაადასტურა, რომ ტეუნ კოპმეინერსი იუვენტუსის პრიორიტეტულ სატრანსფერო სამიზნედ რჩება.

წყაროს ცნობით, ბიანკონერი ლა დეას ოფიციალური წინადადებით მას შემდეგ მიმართავს, რაც გუნდი მატიას სულეს გაყიდვას და მის სანაცვლოდ 30-35 მილიონი ევროს მიღებას შეძლებს.

კოპმეინერსის გაფორმების სურვილი გასულ კვირებში არაერთმა გუნდმა გამოთქვა, მაგრამ ნიდერლანდელს იუვენტუსში თამაში სურს და სხვა ვარიანტებს არ განიხილავს.