მანჩესტერი და ლივერპული კალულუს გაფორმებას ეცდებიან
ბრიტანული გამოცემა CaughtOffside-ს ინფორმაციით, ზაფხულში ლივერპული და მანჩესტერ იუნაიტედი პიერ კალულუს გაფორმებას ეცდებიან.
წყაროს ცნობით, ფრანგი მცველი პრემიერ ლიგის გრანდების ერთ-ერთი პრიორიტეტული სატრანსფერო სამიზნე იქნება, თუმცა ამ მომენტისთვის ის იუვენტუსისთვის ხელშეუხებელი ფეხბურთელია.
სიტუაცია შესაძლოა შეიცვალოს, თუ იუვენტუსმა ჩემპიონთა ლიგის საგზური ვერ მოიპოვა და გუნდს ერთი ან რამდენიმე მნიშვნელოვანი ფეხბურთელის გაყიდვა მოუწევს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
