TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვე გლადბახის ვინგერის ტრანსფერით ინტერესდება

იუვენტუსი შემტევი ვინგერების ძიებას აგრძელებს და კრისტიანო ჯუნტოლის სასურველი ფეხბურთელების სიას ამჯერად გლადბახის ფეხბურთელი რობინ ჰაკი შეუერთდა.

ბიანკონერი მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ფედერიკო კიეზასა და მატიას სულეს გაყიდვას გეგმავს, ამიტომ გუნდს ფლანგებზე 2 ფეხბურთელის გაფორმება მოუწევს.

SportMediaset-ის ცნობით, 25 წლის ჰაკი, ვინც გასულ სეზონში 13 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა, იუვენტუსს დაახლოებით 15 მილიონი ევრო დაუჯდება.

error: დაცული კონტენტი !