TuttoJuve

Juve per sempre sarà

კალულუ მანჩესტერისა და ლივერპულის სატრანსფერო სიაში

პიერ კალულუ მიმდინარე სეზონში იუვენტუსისთვის უმნიშვნელოვანეს ფეხბურთელად ჩამოყალიბდა, რაც ინგლისურ გრანდებს ყურადღების გარეშე არ დარჩენიათ.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, მანჩესტერ იუნაიტედი და ლივერპული ზაფხულში ფრანგი მცველის გაფორმებას ეცდებიან.

წყაროს ცნობით, იუვენტუსი თავის მხრივ პიერის გაყიდვას არ აპირებს. ის ლუჩიანო სპალეტისთვის ხელშეუხებელი ფეხბურთელია და ნაკლებად მოსალოდნელია, ტურინულმა გრანდმა მის სანაცვლოდ მიღებული წინადადებები განიხილოს.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !