იუვენტუსის წინადადება კალულუს
იუვენტუსი პიერ კალულუს ახალი კონტრაქტის თაობაზე მუშაობას აქტიურად შეუდგა.
ფრანგი ფეხბურთელი მიმდინარე სეზონში ტურინული გრანდის ერთ-ერთ წამყვან ფეხბურთელად ჩამოყალიბდა, მას სერია ა-ში არც ერთი წუთი არ დაუსვენია, რაც ლუჩიანო სპალეტისთვის ფრანგის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.
გასულ კვირებში კალულუს მიმართ ინტერესი არაერთმა გუნდმა, მათ შორის ტოტენჰემმა და მანჩესტერ იუნაიტედმა დააფიქსირეს, მაგრამ იუვენტუსი ფრანგის გაყიდვას არც კი განიხილავს.
იუვენტუსი მზად არის, პიერს კონტრაქტი 2030 წლამდე შესთავაზოს და მისი წლიური გასამრჯელო 3.5 მილიონ ევრომდე გაზარდოს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
