TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვე კალულუსთან ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებებს შეუდგა

იუვენტუსი ახალ კონტრაქტებზე მუშაობას აგრძელებს და ტურინული გრანდის ერთ-ერთი პრიორიტეტი პიერ კალულუს ხელშეკრულებაა.

ფრანგი ფეხბურთელი იუვენტუსის ერთ-ერთ წამყვან ფიგურად ჩამოყალიბდა, მის მიმართ ინტერესი დღითი დღე იზრდება, მაგრამ იუვენტუსი ფრანგის გაყიდვას არც კი განიხილავს.

ნიკოლო სკირას ინფორმაციით, იუვენტუსს კალულუს კონტრაქტის 2030 წლამდე გახანგრძლივება სურს და მზად არის, მისი წლიური გასამრჯელო 3 მილიონამდე გაზარდოს.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !