TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვე ბერარდის მიმართ ინტერესს არ კარგავს

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ალფრედო პედულას ინფორმაციით, იუვენტუსი სასუოლოს ვინგერის დომენიკო ბერარდის მიმართ ინტერესს არ კარგავს.

წყაროს ცნობით, ბერარდის სერია ბ-ში დაქვეითებული სასუოლოს დატოვება სურს და მისი პრიორიტეტი იუვენტუსში გადასვლაა, რომელიც დომენიკოს მიმართ ინტერესს უკვე დიდი ხანია იჩენს.

პრობლემა სასუოლოს გენერალური დირექტორის ჯოვანი კარნევალის მიერ მოთხოვნილი 30 მილიონი ევროა, რომლის გადახდაც ბიანკონერის გეგმებში არ შედის.

89 views
error: დაცული კონტენტი !