TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

პორტუმ იუვეს კონსეისაუს ფასი შეუთვალა

იტალიელი ჟურნალისტის ფაბიანა დელა ვალეს ინფორმაციით, იუვენტუსი პორტუს გარემარბის ფრანცისკო კონსეისაუს მიმართ ინტერესს არ კარგავს.

წყაროს ცნობით, ახალგაზრდა ფეხბურთელის სამსახური იუვენტუსს, რომელიც პორტუგალიელს მატიას სულეს ერთ-ერთ პოტენციურ შემცვლელად მოიაზრებს, პირადად კონსეისაუს აგენტმა ჟორჟე მენდეშმა შესთავაზა, ვისთანაც ბიანკონერის შესანიშნავი ურთიერთობა აქვს.

დელა ვალეს თქმით, პორტუ 21 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს ითხოვს, რისი გადახდაც ბიანკონერის სულეს გაყიდვის შემთხვევაში არ გაუჭირდება.