ბიაზინი:“ იუვენტუსმა თანმიმდევრობა და ლოგიკა დაიბრუნა“
ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ფაბრიციო ბიაზინიმ იუვენტუსის პროგრესზე ისაუბრა.
„ლუჩიანო სპალეტის მისვლის შემდეგ, იუვენტუსმა თანმიმდევრობა და ლოგიკა დაიბრუნა.
„გასულ წლებში იუვენტუსი მატჩიდან მატჩამდე ახალი ფორმაციითა და მიდგომით თამაშობდა, ახლა კი შესაძლოა რამდენიმე ელემენტი შეიცვალოს, მაგრამ გუნდის სტრუქტურა და მატჩისადმი მიდგომა უცვლელი რჩება. გუნდი ძალიან კარგი, სანახაობრივ და რაც მთავარია შედეგიან ფეხბურთს თამაშობს.
„აქამდე იუვენტუსი პრობლემების გადაჭრას ნაჩქარები და ძვირიანი ტრანსფერებით ცდილობდა, რეალურად კი გუნდს სჭირდებოდა მწვრთნელი, რომელიც გუნდის რესურსის სწორად გამოყენებას შეძლებდა და სპალეტიმ ამ გამოწვევას თავი შესანიშნავად გაართვა.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
