TuttoJuve

Juve per sempre sarà

ტაკინარდი:“ იუვენტუსის მთავარი პრობლემა სკამზე ხარისხის ნაკლებობაა“

იუვენტუსის ყოფილმა ფეხბურთელმა ალესიო ტაკინარდიმ ტურინული გრანდის პრობლემებზე ისაუბრა.

„ლუჩიანო სპალეტი ნამდვილი ჯადოქარია, ის იუვენტუსის დღევანდელი შემადგენლობით მაქსიმუმს აკეთებს. შთამბეჭდავია იმის ნახვა, თუ როგორ გამოაცოცხლა სპალეტიმ ის ფეხბურთელები, რომლებიც რამდენიმე კვირის წინ გადაუჭრელ პრობლემებად მოიაზრებოდნენ.

„იუვენტუსის მთავარი პრობლემა ახლა არის ის, რომ სპალეტის რეალურად როტაციის შესაძლებლობა არ აქვს. როდესაც ლუჩიანო ძირითადი შემადგენლობის რამდენიმე ფეხბურთელს ასვენებს, გუნდის ხარისხი საგრძნობლად იკლებს. კოპმეიენრსი, ოპენდა და სხვები მოლოდინებს ვერ ამართლებენ, ასეთი დატვირთული გრაიკის ფონზე კი მათ გარეშე იუვენტუსს ძალიან გაუჭირდება.“

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !