კოპმეიენრსი, ჟეგროვა და სხვები, იუვენტუსში სერიოზული ცვლილებები იგეგმება
იტალიური მედიის ინფორმაციით, იუვენტუსის ხელმძღვანელობა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდსითვის მზადებას უვკე შეუდგა.
Tuttomercato-ს ინფორმაციით, ტურინული გრანდი უახლოეს პერიოდში ლუჩიანო სპალეტის ახალ კონტრაქტს გაუხანგრძლივებს და მასთან ერთად ხანგრძლივი პროექტის შენებას შეუდგება.
წყაროს ცნობით, ზაფხულში გუნდის შემადგენლობაში არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილებები იგეგმება. ფეხბურთელები, რომლებიც სეზონის მეორე ნახევარში თამაშის ხარისხს არ გამოასწორებენ, გუნდს დატოვებენ და მათ სანაცვლოდ მიღებული თანხა სპალეტისთვის საჭირო ფეხბურთელების გაფორმებას მოხმარდება.
გუნდიდან წასვლის მთავარი კანდიდატები ამ მომენტისთვის ტეუნ კოპმეიენრსი და ედონ ჟეგროვა არიან. ამ მომენტისთვის გაცემულ ავანსებს ვერც ერთი მათგანი ვერ ამართლებს და მათი იუვენტუსიდან წასვლის შანსი დღითი დღე იზრდება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
